საქართველოში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი
1787851761
კრემლზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას უკრაინული მხარე გამოეხმაურა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნიკიფოროვმა BBC-ს რუსულენოვან ბიუროს განუცხადა, კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმაა.
"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია ე.წ ღამით კრემლზე განხორციელებულ თავდასხმებზე. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინული მხარის ხელთ არსებული ყველა ძალა მიმართულია ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად და არა სხვაზე თავდასხმისთვის", - განაცხადა ნიკიფოროვმა.
მისი თქმით, ტერაქტი დნეპრში და უმანში საცხოვრებელი სახლების აფეთქებაა. ის რაც მოსკოვში ხდება, დიდი ალბათობით, 9 მაისის წინ სიტუაციის დაძაბვას ემსახურება.