რა მოხდა ბარში, სადაც ნიკოსთან და სალომესთან ნიკოს ყოფილი მეუღლე მივიდა - თაია ჭიჭინაძე მომხდარს იხსენებს

თაია

რამდენიმე კვირის წინ „პრაიმ ჰაუსის“ პირდაპირ ეთერში სალომემ და ნიკომ ერთ-ერთ კაფეში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს, რა დროსაც, ნიკოს ყოფილი ცოლი მათთან და მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

პირველად, თაია ჭიჭინაძე მომხდარს იხსენებს და განმარტავს, რატომ მიეჭრა მონაწილეებს საჩხუბრად.

ორი თვის განმავლობაში, როდესაც მე არ ვარ არანაირი პროექტის მონაწილე, აბსოლუტურად ყოველდღე განიხილებოდა ჩემი სახელი. ის, რომ ცუდი ადამიანი ვარ, ქმარს ვაქირავებ, „გარიგების“ პერსონაჟი ვარ. ათასი ცუდი ტექსტი გაჟღერდა ჩემს წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანებს ვიზუალით განიხილავენ. მე საერთოდაც არ ვთვლი, რომ ვიზუალურად რამე ნაკლი მაქვს. პირველ რიგში, ჩემი თავი მიყვარს და ვაფასებ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ყველა ქალი ლამაზია. ფეისბუკზე შევედი და ვნახე, რომ ჩემს ვიდეოზე ძალიან ბევრი ცუდი კომენტარი წერია. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდი, რომ ჩემი სახელი არ ეხსენებინათ. 

ამ ყველაფრის შემდეგ, მე სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები მაქვს, არ მძინავს ღამე, მაქვს საშინელი დეპრესია... ვითხოვდი, რომ ჩემი სახელი არ გაჟღერებულიყო, მაგრამ შევედი და დამხვდა „პრაიმ ჰაუსის“ ანონსი, სადაც ისევ მე მახსენებდნენ. აქედან გამომდინარე, მივედი ბარში, გადავკოცნე და გვერდით გავიყვანე. ამ ყველაფერზე სალომესთან მინდოდა საუბარი, ვთხოვდი, რომ გამოეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ანერვიულებული ვიყავი და ნიკამ იფიქრა, ჯობდა, სახლში წამოვეყვანე და სხვა დროს მენახა. ეს იყო მიზეზი... ძალიან რთულია, ჩემს უკან დგას ძალიან დიდი ოჯახი. წარმოიდგინეთ, 2 თვის განმავლობაში შენი შვილის სახელი რომ ისმის ტელევიზიით, ამ კონტექსტში...  დაფიქრდით, ნორმალური მოსასმენია?! ამ თვეების განმავლობაში, ყველასთან ახსნა-განმარტების გაკეთება დამჭირდა.“ - ამბობს თაია ჭიჭინაძე.

 

ასევე წაიკითხეთ: 

„ჩიხიდან მესმოდა განწირული ხმა... წარმოუდგენელი ამბავია“ - მწვავე დაპირისპირება ნიკოსა და სალომეს შორის

„შენ ჩემთან ხოხვით უნდა მოსულიყავი“ - რა მოხდა ერთ-ერთ ბარში, სადაც სალომეს და ნიკოს ყოფილმა ცოლმა მიაგნო