დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში. ნათესავმა ეჭვიანობის ნიადაგზე გოგოზე ხელკეტით, ელექტროშოკით იძალადა და მოკლა.
„კიდევ ერთი ტრაგედია... როგორ მენანები, მარი, მიწისთვის. მიწა დავაყარე გულზე, ვინც შენ სიცოცხლე წაგართვა. ჩემი საუკეთესო მეგობარი, უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, მარი. როგორ შემეცოდე. ასე მხეცურად სასიკვდილოდ როგორ გაგიმეტა მარი, არც კი მჯერა მარი მიყვარხარ სულ იქნები ჩემ გულში მარი“, -წერს ოჯახის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 აპრილს, ბრალდებულმა თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნათესავზე - 1986 წელს დაბადებულ მ.ბ.-ზე ფიზიკურად იძალადა.
თ.ბ.-მ ახალგაზრდა ქალს ხელკეტისა და ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.