მძიმე ღამე უკრაინაში - განგაშის სიგნალი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისმოდა, არის მსხვერპლი

ukraina

გასული ღამე განსაკუთრებულად მძიმე იყო უკრაინისთვის. ოკუპანტების ძლიერი იერიშის სამიზნე ხერსონის ოლქია. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 48 ადამიანი, მათ შორის არიან მცირეწლოვანებიც.

ღამით განგაშის სიგნალი ისმოდა რამდენიმე ოლქში, მათ შორის დედაქალაქშიც, რასაც მოყვა ძლიერი აფეთქება. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. აფეთქებები მოხდა ოდესაშიც.

დონეცკის ოლქში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულებიც. ღამით შეტევა განხორციელდა ნიკოპოლზეც.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, ამერიკა უკრაინას ახალ 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. პაკეტი მოიცავს სარაკეტო სისტემისთვის დამატებით საბრძოლო მასალებს, ჰაუბიცებს, საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს.

ნორვეგია კი უკრაინას ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის დამატებით 143 მილიონ ევროს გამოუყოფს.

სხვა სიახლეები