„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას, განაცხადა, რომ როდესაც სრული კომისია აწერს შემაჯამებელ ოქმებზე ხელს და მხოლოდ 9 შემთხვევაში არის განსხვავებული აზრი, ეს გამორიცხავს რაიმე სისტემურ დარღვევას, რომელსაც გავლენის მოხდენა შეეძლო პროცესზე:
"ჩვენ თუ დავბრუნდებით კენჭისყრის დღეს, ვნახავთ, რომ ამ დღეს და მეორე დღეს, მხოლოდ 7 საჩივარი იყო, რომელიც ბიულეტენზე უკანა მხარეს გამოჟონვასთან დაკავშირებით იყო დაწერილი. ასევე, თუ შევხედავთ ეუთო/ოდირის, IRI-ის, INDI-ის, IPD-ის და სხვა ინსტიტუტების მიერ დასკვნებს, არცერთთან დადასტურებულად არ არის საუბარი ხმის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. მაშინ, როდესაც სრული კომისია აწერს შემაჯამებელ ოქმებზე ხელს და მხოლოდ 9 შემთხვევაში არის განსხვავებული აზრი, იმთავითვე გამორიცხავს იმას, რომ რაიმე სისტემურ დარღვევას, რომელსაც გავლენის მოხდენა შეეძლო პროცესზე, ადგილი არ ჰქონია,"- აცხადებს გიორგი კალანდარიშვილი.