„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძემ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის რადიკალური ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, კანონდარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება.
„ქვეყანაში არსებობს კანონი, კონსტიტუცია და აბსოლუტურად ყველა ის გადაცდომა, დარღვევა რომელიც იქნება წესრიგის, ქვეყნის წინააღმდეგ, იქნება აღკვეთილი“, - აცხადებს რიმა ბერაძე.
არჩევნებამდე 1 დღე რჩება. მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, რადიკალური ოპოზიცია კი რადიკალური აქციისთვის. 4 ოქტომბერს „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებით იმართება აქცია, რომლის გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობაა. დაანონსებულია ძალადობრივი ქმედებები.