პარლამენტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

პარლამენტის წევრებმა ჩუღურეთის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

პარლამენტის წევრებმა ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ჩუღურეთის რაიონის საჯარო სკოლებისა და ბაღების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიებაში, რომელიც 36-ე საჯარო სკოლაში გაიმართა, მონაწილეობდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონების დელეგატი გიორგი ვოლსკი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რიმა ბერაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

პარლამენტის წევრებმა მასწავლებლებს წარმატებული და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაზე მასწავლებელთა ღვაწლის დაფასების მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. აღინიშნა, რომ განათლება ქვეყნის განვითარებისა და წარმატებული მომავლის საფუძველია, რის გამოც მასზე ზრუნვა და პედაგოგების მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება.

ღონისძიებაზე დაჯილდოებულ მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადასცეს. ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.