„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ჩეხეთში დღეს ორდღიანი საპარლამენტო არჩევნები იწყება. ინფორმაციას ჩეხური მედია ავრცელებს.
საარჩევნო უბნები ჩეხეთის დროით 14:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება, ხოლო შაბათს უბნები 08:00-დან 14:00 საათამდე იმუშავებს.
მედიის თანახმად, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩეხებს საკუთარი ხმის დაფიქსირება საელჩოში გახსნილი საარჩევნო უბანზე მისვლის ნაცვლად ფოსტით შეეძლებათ.
არჩევნების პირველადი შედეგები რ ოქტომბერს საღამოს გახდება ცნობილი. არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკითხვებში ჩეხეთის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ლიდერობს. ბაბიშის პარტია ჩეხეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების წინააღმდეგია. ის აგრეთვე ეწინააღმდეგება ოფიციალური პრაღის ინიციატივას, რომელიც უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შეძენას გულისხმობს.