სუროგატი დედების საქმე - ცნობილია კომპანიის მფლობელების ვინაობა, რომელთაც 670 150 აშშ დოლარი მიითვისეს

სუროგატი დედების საქმე

სუროგატი დედების თანხების მითვისების ფაქტზე სუროგატ და ბიოლოგიურ მშობლებს შორის შუამავალი კომპანიის „ქინდერლი ჯორჯიას“ დამფუძნებელი არმენ მელიქიანი დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, მათ სუროგატ დედებთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვიეს და სამედიცინო და ყოველდღიური ხარჯების, ბინის ქირისა და ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად თანხები მიითვისეს.

სუროგატი დედის საქმეში ფიგურირებს უკრაინის მოქალაქე რუსლან ტიმოშენკო, იგი კომპანიის წილის 33%-ის მფლობელია. მას ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ორივე მათგან ბრალი უკვე წარუდგინა. 

„ბრალდებულებმა ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან მოიზიდეს  დიდი ოდენობით თანხები და სუროგატი დედების სხვადასხვა ხარჯების და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების დაფარვის ნაცვლად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მიითვისეს როგორც პოტენციური მშობლების, ასევე სუროგატი დედების კუთვნილი 670 150 აშშ დოლარზე მეტი თანხა. 

ბრალდებულებს ბრალდება (მათგან ერთს დაუსწრებლად) საქართველოს სისხლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.