რესან კონცელიძე: კენჭისყრის დღეს არათუ სხდომაზე არ ვიყავი, დარბაზიდანაც კი არ გავსულვარ. იქ იყო ყველა მედია, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხდომა და მარტივად შეეძლოთ ამის გადამოწმება, სანამ მსგავს ტყუილს იკადრებდნენ

რესან კონცელიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რესან კონცელიძე „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და მას უსირცხვილო ტყუილი უწოდა.

„მთავარი არხი უსირცხვილო ტყუილს ავრცელებს, ეს უკვე ზღვარგადასული ვირეშმაკობაა. კენჭისყრის დღეს არათუ სხდომაზე არ ვიყავი, დარბაზიდანაც კი არ გავსულვარ. იქ იყო ყველა მედია, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სხდომა და მარტივად შეეძლოთ ამის გადამოწმება, სანამ მსგავს ტყუილს იკადრებდნენ“, - აღნიშნა კონცელიძემ imedinews-თან საუბარში.

„მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე, რესან კონცელიძე და დიმიტრი სამხარაძე „საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების კენჭისყრის დროს დარბაზში არ იყვნენ, თუმცა ცვლილებებს ხმა მისცეს.