1728499899
რას ამბობს გიული ალასანია ,,კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაზე
,,რუსთავი 2-ს" რამდენიმე საათის წინ ექსკლუზიურად მიაწოდეს აუდიო მასალა, რომელიც სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დედას ეკუთვნის.
ჩანაწერის მიღებიდან ამ დრომდე "კურიერი" გიული ალასანიასთან დაკავშირებას ცდილობდა, კონტაქტი კი, ახლახან შედგა.
გიული ალასანია ადასტურებს, რომ ის ჩასული იყო მიხეილ სააკაშვილთან და საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე მის გადარწმუნებას ცდილობდა.
"მე წინააღმდეგი ვიყავი მისი საქართველოში ჩამოსვლის, მე და ჩემი ძმა ჩავედით მასთან რომ გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაშინ არ დაგველაპარაკა. როგორ გიპასუხოთ 2 წლის წინანდელ ჩანაწერზე, რომელიც მე არ მახსოვს," - განუცხადა გიული ალასანიამ "კურიერს".