„ჩემი ცხოვრების სიყვარული...“ - ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე ახალ ფოტოებს აქვეყნებს
1790534181
ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედთან“, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა,
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესები რაც შეიძლება დაჩქარებულად უნდა ჩატარდეს.
როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, სააკაშვილს აქვს სურვილი, რომ სასამართლო პროცესებს დაესწროს.
„ადრეც ამავე აზრზე ვიყავით, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპით უნდა მოხდეს სასამართლო განხილვა, იმიტომ, რომ გვაქვს ასეთი მძიმე შემთხვევა, როცა დრო არ ითმენს,“ - განაცხადა ალასანიამ.
რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ აქციას, რომელიც ხვალ, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, ის საპროტესტო აქციებს მიესალმება და მას მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებიც შეუერთდებიან.