პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

ქადაგიშვილი

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ხორხელის, ახშანის, ქისტაურის, ახალშენისა და საჩალეს მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები, ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას.

მისი თქმით, მშვიდობიანი განვითარების პირობებში, ყველა დასახული მიზნისა და პროექტის სისრულეში მოყვანა შესაძლებელი იქნება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - იოსებ ქარუმაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი - ალექსი ფიცხელაური.