ხანძარი საცხოვრებელ კორპუსში - ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
1728406635
„პარლამენტის მიერ შარშან მიღებული კანონებიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონია. ამ რეფორმით ჩანაცვლდა ჯერ კიდევ 1994 წლიდან მოქმედი კანონი, რომელსაც, განსაკუთრებით დერეგულაციის ტალღის შედეგად, შინაარსი თითქმის, სრულად გამოცლილი ჰქონდა“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა.
„ამით, შესრულდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი პუნქტი, ქართული საკორპორაციო კანონმდებლობა სრულად დაუახლოვდა ევროკავშირის სამართალსა და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წელს ევროკავშირის წევრობის განაცხადისთვის.
გასახარია, რომ მიუხედავად რთული წლისა, პარლამენტმა ამ ისტორიული რეფორმის განხორციელება შეძლო. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სარჯველაძეს, რომელმაც ჯერ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ხოლო შარშან პარლამენტის წევრის რანგში, უხელმძღვანელა პროექტის შექმნის პროცესს და ის კანონად აქცია.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეცნიერს, მოსამართლეს, ადვოკატს, ბიზნესის წარმომადგენელს, იუსტიციის სამინისტროს და საჯარო რეესტრის თანამშრომლებს, რომლებიც როგორც ავტორი, თუ როგორც პროექტის განხილვის დროს კონსულტაციის გამწევი, ჩართული იყვნენ ამ კანონის შექმნაში.
ახლა, ჯერი კანონის სწორ დანერგვაშია, რისთვისაც გადამწყვეტია მეცნიერებისგან ბევრი სტატია და წიგნი ამ კანონზე, ხოლო პრაქტიკოსებისგან - თითოეული ნორმის გააზრება და სწორი გამოყენება.
ამ საქმეში, ერთ-ერთი დამხმარე, ქვემოთ ბმულზე მოცემული განმარტებებიც იქნება, რომელიც ჯერ კიდევ კანონის ბოლო რედაქციის მიღებამდე შეიქმნა და რომელშიც კანონპროექტის თითოეული ნორმა დეტალურად არის ახსნილი. ამისთვის, განსაკუთრებული მადლობა ამ განმარტებების ავტორებს გიორგი ჯუღელსა და გეგა გიგუაშვილს“, - წერს პაპუაშვილი.