ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და საკუთარი აზრის დაცვის უნარი არ გააჩნია, პროცესების ავანგარდში იყო და საპროტესტო მიტინგებზე საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ გაჰყოლოდა მას - ალუდა ღუდუშაური „სირცხვილიაზე“

ალუდა ღუდუშაური

ორგანიზაცია, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და საკუთარი აზრის დაცვის უნარი არ გააჩნია, პროცესების ავანგარდში იყო და საპროტესტო მიტინგებზე საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ გაჰყოლოდა მას, - ასე ეხმაურება ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ალუდა ღუდუშაური, „სირცხვილიას” მიერ რუსულ კანონთან დაკავშირებით რეგისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციამ სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა.

„თქვენ ხედავთ, რომ ამ ორგანიზაციამ მორიგ ჯერზე ჩაიდინა სამარცხვინო საქციელი. პრაქტიკულად ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და მორიგ ჯერზე თქვა ის, რომ თურმე თავისი ქმედება უნდა გადათქვას, თავისი მოსაზრება უნდა გადათქვას. ორგანიზაციას, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია და საკუთარი აზრის დაცვის უნარი არ გააჩნია, პროცესების ავანგარდში იყო და საპროტესტო მიტინგებზე საზოგადოებას ეუბნებოდა, რომ გაჰყოლოდნენ მას და ის გაიყვანდა თურმე ქართველ ხალხს და საქართველოს სამშვიდობოზე. აი ასეთი ამორალური და სამარცხვინო ფაქტების მომსწრე არის ჩვენი დღევანდელი საზოგადოება“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.