5 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ბავშვს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს

nuca

5 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მცირეწლოვანს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. 

„მეგობრებო, ნუცა უნდა გადავარჩინოთ. ახლა, როგორც არასდროს, გვჭირდება გაერთიანება და თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა.

ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.

"პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა. სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით.

ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა (დონორი დედაა).

შეგახსენებთ, რომ ანსამბლის "ძირიანის" წევრები, ძმები - ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს გარდაიცვალნენ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად.

ნიკა გაგნიძეს დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი - ნუცა და ანდრეა. ვინაიდან ოპერაცია არ კეთდება საქართველოში, საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა.

სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი, ამის საშუალება არ აქვს. ჩვენ ერთად შევძლებთ შევცვალოთ ნუცას მომავალი, ამაში კი თითოეული თქვენგანის გაღებული მცირედი თანხაც დაეხმარება პატარა ნუცას. $60 000 გვჭირდება ნუცას გადასარჩენად. გავერთიანდეთ" - წერია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე

GE36BG0000000469369000

ლიბერთი ბანკის ანგარიში: მიმღები გვანცა ქოჩლაძე

GE19LB0711189587982000

თიბისი ბანკის ანგარიში : მიმღები ლია თაბუკაშვილი

GE64TB7429845061600004