ოპოზიციის დიდ ნაწილს პოლიტიკური დღის წესრიგი დაცლილი აქვს - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

„ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც იმ საკითხზე, შესაბამის უწყებებში, მოკვლევა-გამოძიება მიმდინარეობს, ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტში ასეთი ტიპის საგამოძიებო კომისიები არ უნდა არსებობდეს",- შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

"როგორც ვხედავთ, ოპოზიციის დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, პოლიტიკური დღის წესრიგი დაცლილი აქვს. ახლა ფიქრობენ, რა საკითხით წამოიწიონ ისევ ზედაპირზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთი და არც მეორე კომისიის შექმნის საჭიროებას ვერ ვხედავთ, თუმცა, შექმნის შესახებ ამდენი განცხადების კეთებას, მათ შეუძლიათ, რომ შემოიტანონ და თუ 50 ხმას მოაგროვებენ, ეს კომისია შექმნან“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, დღეს ბიუროს სხდომას დადგენილების პროექტი წარედგინება.