1783975896
ტრაგედია გორში - ცნობილია ავარიის ახალი დეტალები
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ჭავჭავაძის გამზირზე, ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა. სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანა.
დედის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მძიმეა დაშავებული 3 წლის ბავშვის მდგომარეობაც.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მანქანას, რომელიც დედა-შვილს დაეჯახა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი მართავდა.
დამატებით დეტალებს „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.











