1784279625
წარსულში ნასამართლევი გიორგი კვიცარიძე, რომლის შიმშილობასთან დაკავშირებითაც გავრცელდა ინფორმაცია, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის
სხვადასხვა მედია საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ IT-სპეციალისტი გიორგი კვიცარიძე, რომელმაც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრები მოიპოვა, ქუთაისის ციხეში რამდენიმე დღეა შიმშილობს.
პატიმრის დედა ამბობს, თითქოს, თუ კადრებს გააქრობდა სასჯელის შემცირებას სთავაზობენ.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კვიცარიძე, სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის და მისი მსჯავრი ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებზე ძალადობის კადრების მოპოვებასთან არანაირ კავშირში არ არის.
წარსულში ნასამართლევი გიორგი კვიცარიძე, კადრების გასაჯაროებამდე, 2025 წლის 31 დეკემბერს, იმერეთში, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის დააკავეს.
მას ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, 20 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ამოუღეს.











