ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
მიხეილ სააკაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში - ამ წუთებში სხდომაზე ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი იკითხება. ასევე უნდა გამოიკითხოს ტრავმატოლოგ-ორთოპედი ჯეიმს კობი. სხდომას თავად მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. სხდომის დაწყებისთანავე, პენიტენციური სამსახურის ადვოკატებმა თარჯიმნის აცილება მოითხოვეს, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვდნენ, რომ სწრაფად წარიმართოს პროცესები და გამოიკითხოს მოწმეები, ასევე, დაწესდეს კონკრეტული დრო, რამდენ ხანსაც მოწმეების გამოკითხვა გაგრძელდება. მოსამართლემ არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გასტროენტეროლოგ სტიუარტ ფინკელის თქმით, სააკაშვილი კახექსიის ფაზაშია, რაც სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია.
"აღმოჩენილია ეროზიული გასტრიტი, მანიპულაციის დროს ბიოფსია არ გაკეთებულა, ჩემი აზრით ეს იყო გადახვევა მზრუნველობის სტანდარტებიდან. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას - ეს კლინიკური დიაგნოზებია. დოკუმენტში, რომელიც ეხება მძიმე და განუკურნებელ დაავადებებს, რომელიც არის საფუძველი სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, მე-10 პუნქტში ჩამოთვლილია დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის თაობაზე, კახექსიის ფაზა, ჩემი აზრით სააკაშვილს გააჩნია ეს მდგომარეობა და ეს არის საფუძველი მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისთვის," - აცხადებს ფინკელი.