ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ - ლევან ქარუმიძე

ქარუმიძე

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ოლივერ ვარჰეის ტვიტერზე მადლობას უხდის და ამბობს, რომ სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. 

„დიდი მადლობა კომისარო! ოლივერ ვარჰეისგან საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ძლიერი გზავნილები მოვისმინეთ პრესკონფერენციაზე. სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა დღეს უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. განსაკუთრებით რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაჟღერებული სამწუხარო გზავნილების შემდეგ“, - წერს ქარუმიძე ტვიტერზე.