გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1738357382
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ქარუმიძე უკრაინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება.
„ჩემთვის აბსოლუტური იმედგაცრუებაა, რომ უკრაინა მეორე ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქართველებს სანქციები დაუწესა, მეორეა, რუსეთის შემდეგ“ - წერს ლევან ქარუმიძე „ტვიტერზე“.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის ოთხ წევრს - ალექსანდრე ივანიშვილს, ქეთევან ხარაიძეს, უჩა მამაცაშვილს, ტიტე მამაცაშვილს და რამდენიმე ქართველ ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სიაში სულ 256 პირია შესული.