აშშ-ს ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები - ქარუმიძე

ქარუმიძე

აშშ-ს ყოფილ ელჩს წესით კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან არ უნდა დააკნინოს რეგიონული სამშვიდობო ინიციატივები. ამ ომს მასზე არანაირი გავლენა არ აქვს; თუმცა ამ ომს პირდაპირი გავლენა აქვს მილიონობით ადამიანზე ევროპაში, - ასე გამოეხმაურა ლევან ქარუმიძე იან კელის განცხადებას. შესაბამისი კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„თუ ადამიანს არ შეგიძლია სხვისი მცდელობის დაფასება, მინიმუმ უნდა ეცადო რომ ამ მცდელობებს ჩირქი არ მოსცხო. უკრაინელი ხალხი იპოვის სამართალს და რუსეთი დაისჯება იმ ბოროტების გამო, რომელსაც ის ავრცელებს. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მშვიდობას ვერ ექნება ალტერნატივა. თუ ჩვენ გვინდა ძლიერი ევროპა, მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავამკვიდროთ მშვიდობა!“ - წერს ქარუმიძე.