ჯარიმა 500 ლარამდეა - სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაფრთხილება მოსახლეობას
1781806856
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას ეხება.
„არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს და თუ ვინმე ჟურნალისტია ან სტუდენტია მას უნდა ჰქონდეს რაიმე სხვა პრივილეგია, ვიდრე მაგალითად, ქიმიკოსს ან მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი მიიღო. რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს კომისიას შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში.