ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
მოგეხსენებათ გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები, როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა ბრიუსელსა და ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც, პირველ რიგში, იყო საქართველოს უსაფრთხოების საკითხი - მუდმივი მოწოდება სახელმწიფოსადმი, რომ სანქციები დაუწესოს რუსეთის ფედერაციას.
„ჩვენ წარვუდგინეთ ის წუხილები, რომლებიც ქართულ მხარეს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნით ეს წუხილები და როდესაც, ჩვენ უსამართლო მიდგომაზე ვსაუბრობთ, მინდა საზოგადოებისთვის ასევე ნათელი იყოს, თუ რაზე ვესაუბრებით ჩვენ ჩვენს უცხოელ კოლეგებს.
პირველ რიგში, ეს არის საქართველოს უსაფრთხოების ინტერესების უგულებელყოფა - მუდმივი მოწოდება იმაზე, რომ საქართველომ უნდა დააწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ და ჩვენ ავუხსენით ჩვენს ევროპელი კოლეგებს, რომ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საკითხი და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპასთან, ან თუნდაც უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი. არამედ, ეს არის ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტური უსაფრთხოების საკითხი და ამიტომ ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ საქართველო არის ნაწილობრივ ოკუპირებული სახელმწიფოს და შესაბამისად, ჩვენ ვერ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებმაც შეიძლება ესკალაცია, რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო დამატებითი ესკალაცია მოიტანოს და შეიძლება სამხედრო კონფლიქტითაც დასრულდეს,“- განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის განცხადებით, შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის საკითხიც, რომელთან დაკავშირებითაც ევროპელ კოლეგებს ჰქონდათ საკითხის ანალოგიური გაგება, რომ მათთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა.
„მეორე საკითხი, ეს იყო ჩვენს შიდა საქმეებში და განსაკუთრებით, არჩევნებში ჩარევის საკითხი. სხვათა შორის, ჩვენი ევროპელი კოლეგებისა, ამ, ყოველ შემთხვევაში იმ შეხვედრებზე,რომლებზეც ჩვენ ვიყავით, აბსოლუტური გაგება და თანხმობა იყო, იმ საკითხზე, რომ მიუღებელი და დაუშვებელია, როდესაც, რომელიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ან საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ჩადის კანდიდატ ქვეყანაში და იქ არჩევნების წინასაარჩევნო პროცესში, რომელიმე პარტიას, ან რომელიმე პარტიის საწინააღმდეგო აგიტაციას სწევს და ეს საკმაოდ ნათლად მაგალითებით და ფაქტებით ვესაუბრეთ ჩვენს კოლეგებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრებზე განსახილველ საკითხს ასევე წარმოადგენდა „მშვიდობიანი პროტესტის“ თემაც, სამხარაძე აღნიშნავს, რომ შეუძლებელია პროტესტი იყოს „მშვიდობიანი“, როდესაც თავს ესხმიან სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„მესამე საკითხი, ეს არის პროტესტი, რომელსაც ევროკავშირი დღემდე მიიჩნევს, რომ იყო მშვიდობიანი და ამაზე ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წუხილი, რომ როდესაც შენ ხედავ პრეზიდენტის ინსტიტუტზე შეტევას, პრეზიდენტის სასახლეზე შეტევას, როდესაც პარლამენტის შენობა იწვის, როდესაც მანქანები იწვის, როდესაც პოლიციელები არიან დაშავებულები. ისმის კითხვა ვინ აკეთებს ამას, ეს რაღაც უხილავი, უჩინარი ხელია, თუ არიან კონკრეტულია ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს ჩადიან, შესაბამისად როდესაც ასეთი რამ ხდება ეს ვერანაირად ვერ მიიჩნევა მშვიდობიან პროტესტად ამიტომ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - განაცხადა სამხარაძემ.
სამხარაძის თქმით, ლუქსემბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებზე ასევე კოლეგებთან განიხილეს ორმაგი სტანდარტის საკითხიც. ის, რაც დასაშვებია სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის, დაუშვებელი და უპატიებელია საქართველოსთან მიმართებაში, რასთან დაკავშირებითაც ღია და კონსტრუქციული საუბარი შედგა მხარეებს შორის.
„მეოთხე საკითხი, რომელზეც ჩვენ ვილაპარაკეთ, ეს არის ორმაგი სტანდარტები, თუნდაც კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, ის რაც ეპატიება ერთ რომელიმე კანდიდატ ქვეყანას, შეიძლება შემდეგ არ ეპატიოს საქართველოს, რაც ჩვენთვის არის სრულიად მიუღებელი, ამიტომ ამ საკითხებზე გვქონდა საკმაოდ საინტერესო ღია და კონსტრუქციული საუბარი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ დარბაზიდან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს როგორც ბრიუსელში, ასევე ლუქსემბურგში, რომ მათ გამოხატეს სურვილი და მზაობა, რომ ჩვენ ამ საკითხებზე გვესაუბრა. ასევე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წვერ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ვგულისხმობ პოლიტიკური დიალოგის არქონას. ჩვენ გვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, წვერ ქვეყნებთან ურთიერთობას და მოვიმხრობთ უფრო და უფრო მეტ წვერ ქვეყანას, რათა პოლიტიკური დიალოგის აღდგენა მათვე, ამ წევრმა ქვეყნებმა მოსთხოვონ ევროკომისიას,“- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.