კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: კირ სტარმერმა ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ანა პაულინა ლუნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის გადადგომას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

ანა პაულინა ლუნა წერს, რომ კირ სტარმერმა თავის ქვეყანაში ათასობით სექსუალური მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა.

ამერიკელი კანონმდებლის თქმით, შერცხვენილი სტარმერი დიდი ხნის წინ უნდა გადამდგარიყო. ანა პაულინა ლუნა წერს, რომ ან საკუთარი ხალხი უნდა დაიცვა და მათ ემსახურო, ან თანამდებობა დატოვო.

„კირ სტარმერმა ათასობით მოძალადე და პედოფილი გასამართლების ნაცვლად გაფრთხილების წერილებით გაათავისუფლა. ის სირცხვილით უნდა გადამდგარიყო დიდი ხნის წინ. ემსახურე და დაიცავი საკუთარი ხალხი, ან დატოვე თანამდებობა!“, - დაწერა ამერიკელმა კონგრესმენმა.