ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი რუსეთში გაემგზავრა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუს კოლეგას, მიხაილ მიშუსტინსაც შეხვდება.