,,მშვიდობით, ჩემპიონო...“ - ახალგაზრდა სპორტსმენი ტრაგიკულად დაიღუპა
1780516173
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტსა და ვაშინგტონის მხრიდან გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" ისაუბრა.
დეპუტატის შეფასებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში გზავნილები სრულად პოზიტიურია და ორ ქვეყანას შორის საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, ამერიკელი პარტნიორების განცხადებაში მკაფიოდ ჩანს მინიშნებაც, რომ ოპოზიციამ აქამდე არსებული მეთოდები უნდა შეცვალოს და სულ სხვა გზით განვითარდეს.
"პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თვითონ ამ სამუშაო ჯგუფის ვიზიტის რეალური შინაარსი, პოლიტიკური შიგთავსი და განწყობა, მკაფიოდ და ნათლად იყო გამოხატული შემდგომში, როდესაც აშშ-ის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. იქ ნათლადაა საუბარი იმაზე, რომ აშშ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია საქართველოსთან სუვერენიტეტის პატივისცემის, ურთიერთსარგებლიანობის და საერთო ფასეულობების საფუძველზე ურთიერთობის განახლებითა და გაძლიერებით, რაც ეკონომიკურ კავშირებს, ინვესტიციების განხორციელებას, ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობას და ა.შ. მოიცავს. ანუ, პოზიტივი არის ძალიან ბევრი ამ განცხადებაში.
ოპოზიციასთან მიმართებაშიც ნათლადაა ნათქვამი, რომ ოპოზიციამ სულ სხვა გზით უნდა იმოქმედოს და განვითარდეს, ვიდრე ის, რაც აქამდე ხდებოდა და ხდება ჩვენი ოპოზიციის მხრიდან. ეს ცალსახად და ნათლადაა ნათქვამი. მე პირადადაც შევხვდი ამ დელეგაციის წევრებს და უნდა ითქვას, რომ მათი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად პოზიტიური - ეს არის ყველაზე კარგი. დანარჩენი - დეტალები, სამუშაო თემები, რაზეც იყო და გაგრძელდება საუბარი, ეს არის სამუშაო პროცესი," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.