„სანამ დასაძინებლად წახვალთ, ერთი რამ გახსოვდეთ“ – გიორგი ღოღობერიძის სასარგებლო რჩევა
1781113395
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე ბრალდებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. მათგან სამს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად შეეფარდა.
დღევანდელ პროცესს ესწრებოდა ორი ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, სამი ბრალდებული საქართველოში არ იმყოფება.
დარბაზში მყოფმა ორივე ბრალდებულმა დანაშაული სრულად აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვა.
საქმეზე ბრალდებული კიდევ ოთხი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალინდელ სხდომაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ში მოქალაქეების უკანონოდ გადაყვანის თაღლითური სქემა გახსნა, რასაც საგამოძიებო უწყების მხრიდან შესაბამისი პირების დაკავება მოჰყვა.