პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთი უპასუხებს კრემლზე უკრაინის თავდასხმის მცდელობას, როცა საჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
„რუსეთი უპასუხებს თავხედურ ტერორისტულ თავდასხმას. უპასუხებს როცა საჭიროდ ჩათვლის. ის უპასუხებს იმ საფრთხის შეფასების შესაბამისად, რომელიც კიევმა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას“, - აცხადებს ანატოლი ანტონოვი.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ კიევის რეჟიმის ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინულ მხარეს არ აქვს სურვილი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების.
ცნობისთვის, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმაა.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ", მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, - "ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“.
4 მაისის ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ვრცელდება კიევში, აფეთქებების შესახებ. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, თავდაცვას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა და ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „კრემლისთვის“, „მოსკოვისთვის“.