პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი ჟურავლიოვი უკრაინული დრონებისგან დასაცავად არწივების გამოყენების ინიციატივით გამოვიდა. ასევე, მისი თქმით, მოსკოვმა კიევს მკაცრი პასუხი უნდა გასცეს. ინფორმაციას dzen.ru ავრცელებს.
„კიევის ცენტრს დამიზნებით უნდა ვესროლოთ. გავანადგუროთ პრეზიდენტის ოფისი, გავანადგუროთ უმაღლესი რადის შენობა, გენერალური შტაბი, სპეცსამსახურების შენობა. ჩვენი ობიექტების დასაცავად ყველა აუცილებელი ზომა უნდა მივიღოთ, მათ შორის შევქმნათ არწივების ესკადრილია, რომლებიც კრემლთან და სხვა ადგილებში დრონებს გაანადგურებენ“ - განაცხადა ჟურავლიოვმა.
ცნობისთვის, 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ღამით "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლის განცხადებით, ეს იყო დაგეგმილი "ტერორისტული აქცია და პრეზიდენტზე თავდასხმა". რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღძრა.
უკრაინის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, კიევის მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებაა და არა კრემლზე თავდასხმაა.
4 მაისის ღამის განმავლობაში უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაცია ვრცელდება კიევში, აფეთქებების შესახებ. როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა.
უკრაინული მხარის განცხადებით, თავდაცვას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა და ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „კრემლისთვის“, „მოსკოვისთვის“.