1740388324
უკრაინა კრემლს თავს არ დასხმია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ფინეთშია სტუმრად, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს თავს არ დასხმია. „ჩვენ პუტინს, ან მოსკოვს თავს არ დავსხმივართ", მოჰყავს Reuters-ს ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები, - "ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე ვიბრძვით“.
"ჩვენ პუტინს თავს არ დავსხმივართ, ამას ტრიბუნალს ვუთმობთ," - უკრაინის პრეზიდენტმა ჰელსინკიში პრესკონფერენციაზე. რუსეთმა უკრაინა დაადანაშაულა კრემლზე - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, დრონით თავდასხმის მცდელობაში და მომხდარი „ტერორისტულ აქციად“ და „პრეზიდენტზე თავდასხმად“ შეაფასა.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ და მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.