პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია - ის არის შეპყრობილი ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„მსგავსი ტიპისა და შინაარსის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო - ეს იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა ის, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია ის, რომ თუკი ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ის ცუდად ალაპარაკდეს და მან ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომელიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც. რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება“, - განაცხადა ხუნდაძემ.