პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი მილიონერი ბლოგერი ტანია პარფილევა ამბობს, რომ თურქეთში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უცნობმა პირებმა გაძარცვეს.
თავდამსხმელებმა ტანიასი და მისი მეუღლის საქორწინო ბეჭდები მოიპარეს.
მისი თქმით, მან და მისმა მეუღლემ, ვანიამ საქორწინო ბეჭდები აბაზანაში დატოვეს და როცა დაბრუნდნენ იქ აღარ იყო. მათ მაშინვე მიმართეს სასტუმროს ადმინისტრაციას, მაგრამ საქმის გამოძიებასა და ძვირფასეულობის ანაზღაურებაზე უარი თქვეს.
„როდესაც დავბრუნდით, თანამშრომლებმა თქვეს, რომ ვერაფერი იპოვეს, ოთხი საათის განმავლობაში ვესაუბრეთ თანამშრომლებს, პოლიციაც კი მოვიდა, მაგრამ სასტუმრომ უარი თქვა იმ პერსონალის ნივთების შემოწმებაზე, რომლებიც ოთახში იმყოფებოდნენ ჩვენს შემდეგ. სასტუმროს მენეჯმენტმა უარი გვითხრა დახმარებაზე და გვითხრა, ალბათ, ეს ბეჭდები ჩვენ თვითონ დავმალეთ“, - წერს ტანია ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.