„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
"კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის განახლების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებზე მიწვევა არის მხოლოდ მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობა", – ამის შესახებ აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.
„ომი სწორედ პუტინმა დაიწყო. მას შეუძლია, ომი დღესვე დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ის ახლა არ აჩვენებს ნიშანს, რომ ეძებს ნამდვილ მშვიდობას. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება და ზელენსკიმ თავისი სამშვიდობო გეგმა ჩამოაყალიბა. არ უნდა დაგვავიწყდეს, ის, რაც ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, განუყოფლად არის დაკავშირებული იმასთან, რაც ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში.
თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, გზავნილი რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის იქნება, რომ ძალა მათ მისცემს იმას, რაც სურთ. ეს უკრაინისთვის კატასტროფა იქნება. ეს ასევე გახდის მთელ სამყაროს უფრო სახიფათოს და ყველა ჩვენგანს – უფრო დაუცველს. ასე რომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია, შევინარჩუნოთ მხარდაჭერა უკრაინისადმი ამ ზამთარში და იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – წერს სტოლტენბერგი.