ზელენსკიმ კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ჯარისკაცების ხელმოწერებით უკრაინის დროშა გადასცა.

„როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან.

ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო. დაე, ღმერთი ფარავდეს ჩვენს მამაც ჯარისკაცებს და მოქალაქეებს, დაე, ღმერთი ფარავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს!

ბედნიერი შობა და ბედნიერი, გამარჯვებული ახალი წელი, დიდება უკრაინას!"- განაცხადა ზელენსკიმ