მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ მასალები ქართულ პერიოდიკაში - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა

მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ მასალები ქართულ პერიოდიკაში - ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა

„მევენახეობისა და მეღვინეობის ამბები XIX საუკუნის ქართული პრესის ფურცლებზე“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემაა. წიგნის გამოცემის იდეა ეკუთვნის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს, ეთნოლოგიის დოქტორ მირიან ხოსიტაშვილს.

გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ვაზის გაშენებისა და ღვინის წარმოების ათასწლოვანი ისტორია აქვს. ქართველებმა მევენახეობა-მეღვინეობის მდიდარი და ორიგინალური კულტურა შექმნეს. საუკუნებიის განმავლობაშიქართულ ყოფით კულტურაში ვაზსა და ღვინოს უდიდესი ადგილი ეკავა. ამ და სხვა გარემოებებმა განაპირობა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დარგობრივი ჟურნალ-გაზეთების დაარსება, რომლებიც სოფლის მეურნეობის საკითხებს და მათ შორის ვაზისა და ღვინის შესახებ ამბებს აშუქებდა.

ამ გამოცემათაგან პირველი იყო რაფიელ ერისთავის ინიციატივით დაარსებული „გუთნის დედა“. კრებულში ასევე შესულია მასალები „ივერიიდან“, „დროებიდან“, „სასოფლო გაზეთიდან“ და სხვა პერიოდული გამოცემებიდან.