„ამინდი მკვეთრად გაუარესდება...“ - ამინდის პროგნოზი საქართველოში
1735073693
დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ქართული სასამართლო ამბობს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლითაც დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია.
„ძირითადი ყველა პუნქტი საქართველოს მიერ იქნა მოგებული იმიტომ, რომ დადგინდა, რომ ამ ადამიანმა მოიპარა, კანონიერი ბრალდება იყო, კანონიერად გასამართლდა. დადასტურდა ის ყველაფერი, რასაც ქართული სასამართლო ამბობს, ეს არის და ეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ტყუილების ლაპარაკს და ზეიმს.
„"ნაცების" ზეიმი ნახეთ? მოვიგეთო, ნახეთ ხომ? მატყუარას ხომ გააჩნია? ზოგი ისე იტყუება ოსტატურად და ესენი ისე გოიმურად იტყუებიან. მოკლედ, ძალიან მარტივად, რომ ავხსნა ყველა მოქალაქისთვის - წააგეს ყველა პუნქტში. ყველაფერი დადგინდა, რომ სამართლიანად გასამართლდა, ნამდვილად დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ თავდაცვის სამინისტროდან მოპარულია თუ გაფლანგულია აღარ მახსოვს რაზე ედავებოდნენ დეტალურად, მოიპარა მან 15 მილიონი ლარი, დღევანდელი კურსით 5 მილიონ ევროზე მეტი, გაძარცვა ქართული ჯარი და ა.შ.“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, ერთადერთ პუნქტზე სტრასბურგის სასამართლომ გამოთქვა პრეტენზია, რომ აღქმის დონეზე, რადგან იყო გამოძიების ერთ ეტაპზე ერთი და იგივე ადამიანი ჯერ პროკურორი და შემდეგ მოსამართლე ამან ხომ არ შექმნა არასწორი აღქმა, თუმცა აქაც იმდენად ფორმალურად დააფიქსირეს ყველაფერი, რომ არანაირი სანქცია ან ფინანსური, ან სხვა სახის, ან დავალება სახელმწიფოს მიმართ არ განუხორციელებია, განაცხადა მდინარაძემ.
„ფორმალურად ვთქვათ ათი პუნქტია და ერთ-ერთში გეუბნება აქ მთლად მართალი არ იყავი და ცხრა პუნქტში დადასტურდა ყველაფერი, რაც არის და პირობითად მეათე პუნქტზე იყო ასეთი შენიშვნა, ოღონდ არ დაუვალებია რაიმე სახელმწიფოსათვის, ხელახლა გამოიძიე, ან რაღაც ქენი, ან ამ ნაწილში ცალკე გამოძიება გამოყავი, ის გამოიკვლიე კარგად, აღმოფხვერი, რაღაცა ქენი - ან ამას აკეთებს, ან ფინანსურ სანქციას ადებს, ვთქვათ, 20 ათას ევროს. არცერთი გაუკეთებია და არც მეორე და ამას ზეიმობენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.