ჯორჯინა უზკატეგი ილია თოფურიასთან დაკავშირებით დუმილს არღვევს
1782197449
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე კომენტარი გააკეთა. მინისტრის განცხადებით, ღონისძიება საქართველოს აძლევს შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებას საკუთარი რეფორმები და საჯარო სერვისების სფეროში მიღწეული პროგრესი გააცნოს.
„ღონისძიება თავად მნიშვნელოვანია. საჯარო სერვისების ფორუმი, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება საქართველოში, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი რეფორმები. საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ბევრი ქვეყნისთვის ეს არის კარგი მაგალითი გამოცდილების გასაზიარებლად და საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ვაჩვენოთ ის რეფორმები, რაც გავატარეთ, ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს და საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი სინამდვილეში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას საერთაშორისო პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის.
„დღეს საქართველოს სტუმრობს ხუთასზე მეტი წარმომადგენელი ასზე მეტი ქვეყნიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ფორუმში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის მინისტრის დონეზე წარმოდგენილი, რაც კიდევ ერთხელ შესაძლებლობას გვაძლევს პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის ამა თუ იმ ქვეყანასთან და ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა,“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.