ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
აქამდე კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე ვსაუბრობდით, ეტყობა, ახალი კრიტერიუმია, რომელიც სახელდება კანდიდატი ქვეყნებისთვის, ღიმილისმომგვრელია ასეთი კრიტერიუმების დაწესება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ევროპელი ბიუროკრატები ძალიან ხშირად მიდრეკილები არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც.
„ნამდვილად მიუღებელია მსგავსი მოწოდებები. დღეს ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, მეტი კავშირები ყველასთან, ვინც როლს ასრულებს გლობალურ პოლიტიკაში. MAGA-ს მოძრაობა არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომლის წარმომადგენელიც დღეს მართავს მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას შესაბამისად კავშირების გაწყვეტა მასთან სასაცილო და ღიმილისმომგვრელია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.