„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
მაგის ადგილი არის ციხე, რაც უფრო ადრე გადავიყვანთ, მით უფრო ოჯახიც დაისვენებს და ჩვენც, მოსახლეობაც დავისვენებთ - ამის შესახებ აკადემიკოსმა, რეზო ჯაბნიძემ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
,,ქალბატონი გიულის გამკვირვებია, ეს კაცი წელიწადი და ორი თვეა, რაც რაც პატიმრობაში 310 ჯერ ნახა თავისი შვილი. 1600 მნახველი ჰყავდა. დედაჩემი, 72 წლის ქალბატონი მივიდა და აჭარის პროკურორს ეუბნება, ხვალ ჩემს შვილს 51 წელი უსრულდება და შემახვედრეო, ორი მკერდი მოჭრილი მაქვს, შეიძლება მეტი ვეღარ შევხვდეო. პროკურორი ეუბნება გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ჩვენ უფლებას ვერ მოგცემთ, რომ თქვენი შვილი ნახოთო. როგორც იქნა მოახერხეს...
ეს არის ციხე, სადაც ეს იმყოფება? ეს არის ორ ოთახიანი ლუქსი, სადაც ყველა პირობა გააჩნია, მკურნალობა. არ მიირთმევს, მაგი ჩვენ გადავიყვანოთ ციხეში, სადაც ოთხკაციანი ან სამკაციანი საწოლები არის. ერთადერთი ადგილია ციხე, სადაც თანამდებობა არ არის. იმას რომ ცოცხს მისცემენ და იატაკის საწმენდს, მათ ისედაც უყვარდათ ცოცხები და იმ ერთ მორიგეობის დღეს კარგად, რომ დახვეტავს, წაიმუშავებს, წაივარჯიშებს, ჭკუაზე მოვა... მაგის ადგილი არის ციხე, რაც უფრო ადრე გადავიყვანთ, მით უფრო ოჯახიც დაისვენებს და ჩვენც, მოსახლეობაც დავისვენებთ...“, - აცხადებს რეზო ჯაბნიძე.