კუნთის ნასახი აღარ აქვს, თმებიც დასცვივდა - გიული ალასანია სააკაშვილზე

გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა "ვივა-მედში" მივიდა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კუნთის ნასახი აღარ აქვს.

„სიცხეები ისევ არის, წნევა მაღალია, გადაადგილება, რა თქმა უნდა, ძალიან უჭირს იმიტომ, რომ კუნთი არ აქვს, კუნთის ნასახი არ აქვს და როგორ უნდა გადაადგილდეს?! თმები აღარ აქვს ადამიანს, მთლიანად დასცვივდა.

ვითხოვთ, დროებით გადაიდოს განხილვა იურიდიული საქმეების და მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა აღიდგინოს თავისი ჯანმრთელობა. მოლოდინი მაქვს, დაკმაყოფილდება სტრასბურგიდან ჩვენი თხოვნა. რა იქნება, რა შედეგს მივიღებთ, არ ვიცით“, - აცხადებს გიული ალასანია.