მედიის ცნობით, ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე იერიში მიიტანა

ისრაელი

ისრაელმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე იერიში მიიტანა. აღნიშნულის  შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, ბეირუთზე თავდასხმამდე ისრაელმა ევაკუაციის შესახებ გასცა ბრძანება, რასაც მალევე მოჰყვა აფეთქებების ხმა.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს ისრაელმა და ლიბანმა აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მხარეებს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა.