1743406626
რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ის რომ შერეულ საკონტროლო კომისიას ემუშავა გამართულად და იყო თუ არა დამაზიანებელი ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა იაკობაშვილმა - სოზარ სუბარი გოგა ხაინდრავას

საზოგადოებამ რომ იცოდეს, განმარტეთ, რა როლს ასრულებდა შერეული საკონტროლო კომისია განსაკუთრებით, იმ მომენტებში, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია?, - ასეთი კითხვით მიმართა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მეშვიდე სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხი განიხილებოდა, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა ყოფილ სახელმწიფო მინისტრს გიორგი ხაინდრავას.
ვიცე-სპიკერმა ხაინდრავას სთხოვა განემარტა შერეული საკონტროლო კომისიის გამართულად მუშაობის საჭიროება და შეეფასებინა იაკობაშვილის განცხადება.
„მაქვს კითხვა, რომელსაც იმაზე გამოცდილ ადამიანებს, როგორიც ხართ თქვენ და ბატონი გია ვოლსკი, ვერ ვკითხავ. ბატონმა ყურაშვილმა ბრძანა, რომ თემურ იაკობაშვილმა, რომელიც ომამდე რვა თვით ადრეც მინისტრი იყო, მთლიანობაში კი მთელი სამი წელი, ერთხელ იყო მხოლოდ ჩასული კონფლიქტის ზონაში. თქვენ დააზუსტეთ, რომ ის ერთი ჩასვლაც იყო ერგნეთში. ანუ არ შესულა ცხინვალში, არ შესულა დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ნულსა და ავნევზე აღარ ვლაპარაკობ. სამაგიეროდ ამ ადამიანმა თავი დაგვამახსოვრა თავისი ცნობილი განცხადებით, რომ არავითარი შერეული საკონტროლო კომისია და სამშვიდობო პროცესი არ იქნება. მის ამ განცხადებას დამაზიანებელი უწოდა ბატონმა ყურაშვილმა. ის გენერალია, სამხედროა და გასაგებია, რომ მას არ უთქვამს, რომ ეს იყო ღალატის ტოლფასი განცხადება და დამატებითი შეფასებებისგან თავი შეიკავა, თუმცა რაც თქვა, ისიც სრულიად საკმარისი იყო.
საზოგადოებამ რომ იცოდეს, განმარტეთ, რა როლს ასრულებდა შერეული საკონტროლო კომისია განსაკუთრებით, იმ მომენტებში, როდესაც იძაბებოდა სიტუაცია, რაც პერიოდულად ხდებოდა და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ შერეულ საკონტროლო კომისიას ემუშავა გამართულად და იყო თუ არა დამაზიანებელი ის განცხადება, რაც გააკეთა ბატონმა იაკობაშვილმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გოგა ხაინდრავამ სოზარ სუბარს უპასუხა, რომ ვითარებას რეგიონში სწორედ შერეული საკონტროლო კომისია მართავდა.