პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილს დღის განმავლობაში ტემპერატურა რამდენჯერმე უწევს, ხოლო რაც შეეხება მის კვებასა და წონას, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტი ისევ 500-მდე კალორიას იღებს დღიურად, ხოლო მისი წონის ყოველდღიური კონტროლი კლინიკის თვითმიზანი არ არის.
„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ მომხდარა. პაციენტი ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე რჩება, ჩვენს მიერ შეთავაზებული მკურნალობა ნაკლებად სრულდება.
მოდით, წონაზე და ასე შემდეგ ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. პერიოდულად, დღის განმავლობაში აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ ძირითადად, მაინც უფრო რჩება ნორმის ფარგლებში.
კვებას რაც შეეხება, გრძელდება ისევ 400-500 კალორიის ფარგლებში და სხვა განსაკუთრებული არაფერი. წონის ყოველდღიური კონტროლი ჩვენი თვითმიზანი არ არის, რადგან თვითონ პაციენტის რეაქციაც ამაზე არაერთგვაროვანია, ამიტომ, როცა თვითონ გადაწყვეტს, მაშინ მოხდება აწონა“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.