ეს 6 ლოცვა ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1751313261
„კურიერის" გადამღები ჯგუფი უკრაინა-მოლდოვის საზღვართან იმყოფება, სადაც ყველაზე დიდი იმპროვიზებული დევნილთა ბანაკია.
საზღვართან არის იმპროვიზებული ავტობუსების გაჩერებაც, ის დევნილები, ვისაც გადაადგილება სურს, სწორედ ამ საზღვრიდან მიდიან.
მოლდოვას საზღვართან მყოფი უკრაინელი ლტოლვილები, რომლებიც ძირითადად ხარკოვიდან და კიშინიოვიდან არიან, "კურიერთან" საუბრისას ჰყვებიან, რომ კადრები რომლებიც ვრცელდება, უკრაინის ქალაქებში არსებულ იმ სრული სიმძაფრით ვერ ასახავს.
ერთ-ერთი მათგანი „კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ „ხარკოვი აღარ არსებობს“ და რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან.
„ხარკოვი აღარ არის, ჩვეულებრივ ხალხს ხოცავენ, სახლებს ესვრიან, სასწაულია, რომ აქ აღმოვჩნდით. ქალაქი აღარ არსებობს, ეს ჯოჯოხეთია," - აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.
გამოქცეული უკრაინელები ჰყვებიან, რომ ქალაქებში დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი და საკვებს ვერ შოულობენ.