იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის შედეგად 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

„როიტერი“

იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში წყალდიდობის შედეგად 1 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, რეგიონში ბოლო 48 საათის განმავლობაში კოკისპირული წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დახურულია სკოლები და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლაც.

ეროვნული სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, ემილია-რომანიაში 500-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით.

„როიტერის“ ინფორმაციით, წყალდიდობაა ტოსკანისა და მარკეს რეგიონებშიც.

ცნობისთვის, ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა. ბუდაპეშტში მდინარე დუნაის ადიდების გამო ქალაქის ცენტრი დაიტბორა, დატბორილია ქვეყნის პარლამენტიც.