1726761050
ირანმა საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების გადაადგილება შეზღუდა
ირანის ხელისუფლებამ საავიაციო განკარგულება NOTAM-ი გამოსცა, რომლის თანახმადაც ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში თვითმფრინავების გადაადგილება იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ The Jerusalem Post-ი ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ირანის ხელისუფლება საჰაერო ხომალდებს ურჩევს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, დასავლეთში და ჩრდილო-დასავლეთში არ იფრინონ. ამასობაში გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ გაავრცელა განცხადება, რომ ირანსა და ლიბანში 12 აგვისტომდე ფრენებს აჩერებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებს განუცხადა, რომ ვაშინგტონი ელის, რომ ირანი ისრაელს 24-48 საათში თავს დაესხმება. -0:09