ცნობილია მასწავლებლის ვინაობა, რომელიც ტაბახმელაში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს
1773431239
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.
პრემიერის ანგარიშს პარლამენტში მთავრობის წევრები, თბილისის მერი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.