ჩამოდით ბრიუსელში და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ - გრეგოროვა პრემიერს მიმართავს

გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ქართველი ოპოზიციონერები  ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ევროპარლამენტარები, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ სიცრუეს უწოდებს.

გრეგოროვა აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში არ უნახავს, სამაგიეროდ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ევროპარლამენტარებს სთხოვდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ.

„იყავით ბრიუსელში? მე არ მინახიხართ. მაგრამ მე ვიყავი ოპოზიციასთან შეხვედრებზე და ყველა მათგანი თითქმის გვევედრა კანდიდატის სტატუსზე. ჩამოდით ბრიუსელში და ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ. ნუ იქნებით პრობლემა, იყავით გამოსავალი“ - წერს გრეგოროვა.